10682276_1630117660537316_5554606034060817209_o

ფესტივალი ,,ნიქოზი 2015"

1 ივნისს ნიქოზში პირველად ჩატარდა ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალი - „ნიქოზი 2015".
„ნიქოზი 2015“-ში მონაწილეობდა 500-მდე ბავშვი და მოზარდი. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ფესტივალს დაესწრნენ ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, ხალხური რეწვის ოსტატები და სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
ფესტივალის პარალელურად გაიმართა გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა.
„ნიქოზი 2015“-ის მიზანია ბავშვთა და მოზარდთა შემოქმედების წარმოჩენა, ხელშეწყობა; ფოლკლორულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა; ახალგაზრდა ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების ხელშეწყობა; გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისება და პოპულარიზაცია; მომავალი თაობის კეთილგანწყობის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის წარმოჩენა.
ფესტივალის ორგანიზატორები: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო,
გორის მუნიციპალიტეტი, ფონდი „ქართული გალობა", კოპანია „კასტელ-ჯორჯია", კომპანია „ბორჯომი" და „დუგლაძეების ღვინის კომპანია".