esss

ფესტივალი ,,ნიქოზი 2015"

1 ივნისს ნიქოზში პირველად ჩატარდება ბავშვთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი  ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალი - „ნიქოზი 2015". ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები და გუნდები თბილისიდან და საქართველოს რეგიონებში ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ ახალდაარსებული სალოტბარო სკოლებიდან (500-მდე ბავშვი და მოზარდი). გაიმართება გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშთა გამოფენა.

ფესტივალის მიზანია: ბავშვთა და მოზარდთა  შემოქმედების წარმოჩენა, ხელშეწყობა, ზოგადად, ფოლკლორულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა; ახალგაზრდა ფოლკლორული ანსამბლების, საეკლესიო გუნდების ხელშეწყობა; გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა წახალისება და პოპულარიზაცია; მომავალი თაობის კეთილგანწყობის, ერთიანობის, თანადგომისა და სოლიდარობის წარმოჩენა.

ადგილობრივი მოსახლეობის გარდა ფესტივალს დაესწრებიან: ფოლკლორისტები, ეთნომუსიკოლოგები, მომღერლები, ლოტბარები, მგალობელ-რეგენტები, ხალხური რეწვის ოსტატები, საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლები, თბილისიდან და საქართველოს რეგიონებიდან ჩასული სტუმრები.

ფესტივალზე დამსწრე საზოგადოებას  მიესალმებიან და ბავშთა დღეს მოულოცავენ  ფოლკლორული ანსამბლები: „მართვე", „ერქვანი",  „ჩოხოსნები", „ალილო", „კირიალესა", „თორელები", „ბიჭები", „კასპის სალოტბარო სკოლა", „მახარობლები" და „არსიანი".

ფესტივალის ორგანიზატორები: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, გორის გამგეობა, ფონდი „ქართული გალობა", კოპანია „კასტელ-ჯორჯია", კომპანია „ბორჯომი" და „დუგლაძეების ღვინის კომპანია".

ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება 12:00 საათზე - ნიქოზის საკათედრო ტაძარში, ხოლო კონცერტი - 13:00 საათზე, ნიქოზის საშუალო სკოლის ეზოში გაიმართება.