466223128_576741671382070_1900245180354865135_n

უძველესი ქართული (მეგრული) საკრავის ლარჭემის დამზადებისა და მომავალი თაობებისთვის ცოდნის გადაცემის ხელშეწყობის პროექტი წარმატებით მიმდინარეობს


საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, გაქრობის პირას მყოფი, უძველესი მეგრული საკრავის დამზადების ოსტატს დემურ ანთიას, წალენჯიხისა და ზესტაფონის სალოტბარო სკოლების ორი მოსწავლე: სერაფიმე კალანდია და საბა ჭუმბურიძე საკრავის დამზადებაში ეხმარებიან.



Პროექტი სამთვიანია და მიზნად ისახავს გაქრობის პირას მყოფი საკრავის დამზადების ცოდნის გადაცემას მომავალი თაობებისთვის.