1

ტრიო ,,იმერეთი" - 10 წლის იუბილე

7 სექტემბერს ტრიო ,,იმერეთმა" 10 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება გაიმართა ვანში, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის სახლში. ვაჟთა ვოკალური ანსამბლი (ხელმძღვანელი იური კორძაძე) აქტიურადაა ჩართული სხვადასხვა შემოქმედებით და საქველმოქმედო ღონისძიებაში, მონაწილეობს საერთაშორისო კონკურსებსა და ფესტივალებში. საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო საქართველო ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე.

კონცერტში ასევე მონაწილეოდა ანსამბლი ,,შუამთა".