26-30 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პატრონაჟით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერითა, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის, ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრისა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, ტარდება ტრადიციული მრავალხმიანობის VIII საერთაშორისო სიმპოზიუმი.
საკონცერტო პროგრამა:
26 სექტემბერი - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი (საზეიმო გახსნა).
მონაწილეობენ: დიდგორი, სახიობა, მზეთამზე, შავნაბადა, ძირიანი, სათანაო, ბასიანი, ეთნომუსიკის თეატრი მთიები, ანჩისხატის გუნდი, გალობის უნივერსიტეტის გუნდი, ნანა მჟავანაძე (ქალაქური სიმღერა).
27 სექტემბერი - შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენა
ქართული და სარდინიული მრავალხმიანობის კონცერტი
ქართული საოჯახო ანსამბლები:
ჩხაიძეები (ლანჩხუთი), კუბლაშვილები (ახალციხე), ცინცაძეები (ხელვაჩაური), მელაძეები (თბილისი), თურმანიძეები (ქედა, მერისი), ვეშაპიძეები (თბილისი), მალაყმაძეები (ხელვაჩაური), გოგოჭურები (ხევსურეთი), ურუშაძეები (თბილისი), ფილფანები (მესტია), გორდელაძეები (ოზურგეთი), ბიძინაშვილები (თელავი).
30 სექტემბერი - შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მცირე სცენა ( სიმპოზიუმის დახურვა - გალა კონცერტი)
მონაწილეობენ: დიდგორი (თეთრიწყარო, სვანები), ძველი თაობა (სამეგრელო, აბაშა), ამაღლება (ჩოხატაური), ტრიო იმერეთი (ვანი), ტრიო ხელხვავი (ოზურგეთი), ნადური (წყალტუბო) ტრიო ოდოია (სამეგრელო, ზუგდიდი), ჭვანა (შუახევი), იამე (თერჯოლა), პატარა კახი (კახეთი, ახმეტა), ლაგუშედა (სვანეთი).