22-26 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში გაიმართება ტრადიციული მრავალხმიანობის მეშვიდე საერთაშორისო სიმპოზიუმი. სიმპოზიუმის ოფიციალურმა პარტნიორმა და ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა, უზრუნველყო სიმპოზიუმის ყოველდღიური გალა და დასკვნითი კონცერტებისათვის საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან განსხვავებული სტილისა და შემსრულებლობის მქონე ფოლკლორული ჯგუფებისა და ანსამბლების შერჩევა და ჩამოყვანა.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ასევე ორგანიზაციას უწევს გალა კონცერტების მსვლელობას და კულტურულ გასვლით ღონისძიებასთვის გორსა და უფლისციხეში ანსამბლების შერჩევას. ქართველი და უცხოელი მეცნიერები საქართველოს უძველეს დედაქალაქში - თამარის დარბაზში - მოუსმენენ რამდენიმე ფოლკლორულ ანსამბლსა და საბავშვო კოლექტივს.