27 მაისს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, თურქი პოეტის იუნუს ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრისა და თურქული კულტურის საბჭოს ორგანიზებით, გაიხსნა ტრადიციული თურქული რეწვის გამოფენა. წარმოდგენილია ფოტო-გამოფენა, ხოლო თურქეთიდან სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეული ხელოვანები ჩაატარებენ ვორკშოფს - ფაიფურის წარმოებაში, ებრუს (წყალზე ხატვა), კალიგრაფიის, მინიატურის, მინიატურული მხატვრობის დარგებში.
ტრადიციული თურქული რეწვის გამოფენის ორგანიზატორები არიან: თურქეთის რესპუბლიკის განვითარების სამინისტრო, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.
გამოფენა გაგრძელდება 3 ივნისამდე
