Af sha A3 GEO (1)

ტრადიციული თურქული რეწვის გამოფენა

27 მაისს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში, თურქი პოეტის იუნუს ემრეს სახელობის თბილისის თურქული კულტურის ცენტრისა და  თურქული კულტურის საბჭოს ორგანიზებით, გაიხსნება ტრადიციული თურქული რეწვის გამოფენა. ასევე წარმოდგენილი იქნება ფოტო-გამოფენა, ხოლო თურქეთიდან სპეციალურად ამ დღისათვის მოწვეული ხელოვანები ჩაატარებენ ვორკშოფს - ფაიფურის წარმოებაში, ებრუს (წყალზე ხატვა), კალიგრაფიის, მინიატურის, მინიატურული  მხატვრობის დარგებში.

ტრადიციული თურქული რეწვის გამოფენის ორგანიზებას მხარს უჭერენ თურქეთის რესპუბლიკის განვითარების სამინისტრო, საქართველოს  ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრი.

გამოფენა გაგრძელდება 3 ივნისამდე

გამოფენის გახსნა 19 საათზე