26 იანვარს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა მალხაზ ბარბაქაძის, დავით მონოვარდისაშვილის, ერეკლე წულაძის, დავით ბაშარულის, ზეზვა საღლიანის, თამარ ბახტაძის ნამუშევრების გამოფენა. გამოიფინა 150-მდე განსხვავებული ჟანრისა და თემატიკის ექსპონატი ლითონ-პლასტიკის მიმართულებით.
გამოფენა გაგრძელდება 10 თებერვლამდე
