gocha ziraq

სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა

2018   წლის 23 თებერვალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო  ცენტრის საგამოფენო დარბაზში  გაიხსნება საზოგადოებრივი კოლეჯის - „მერმისის“ - სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა.

გამოიფინება გამოყენებითი ხელოვნების სხვადასხვა მიმართულების (ხის მხატვრული დამუშავება, დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილები, თექა, ფეხსაცმლის და ტყავის აქსესუარები, სამკერვალო ნაწარმი) 200-მდე ექსპონატი.

პროფესიულ-საგანმანათლებლო კოლეჯ „მერმისში “  2012 წლიდან  განათლებას ყოველწლიურად 1000-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება. პროფესიული  კოლეჯის მიზანია: შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად,  კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება და  დასაქმება. ამ საპატიო მიზნის განხორციელების გარანტია: სწავლების მაღალ ხარისხი, მუდმივად განახლებადი პროგრამები,  მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიული კადრები, სწავლების პროცესში სიახლეებისა და ინოვაციის დანერგვა.

გამოფება გაიხსნება 18:00 საათზე

დაიხურება 2 მარტს