mermisi-afisha (1)_001

სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა

11 თებერვალს საქართველოს ფოლკორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნება საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის“ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იქნება სტუდენტების და მასწავლებლების მიერ შექმნილი ეროვნული სამოსი, აქსესუარები, ტყავის, თექის, გობელენის, ხის, მინანქრის ნამუშევრები და პოლიგრაფიული ნაწარმი. ასევე, კოლეჯის ქართულ – ესტონური პროექტში მონაწილეობის და ევროკავშირთან ურთიერთობის თემისადმი მიძღვნილი მასალები.

გამოფენის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. გამოფენა ტარდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.

დასაწყისი 19 საათზე