konkursis posteri

სლოგანის შესარჩევი კონკურსი

გინდა მოიგო 300 ლარი და 2 ბილეთი ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალზე?

ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ბევრ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს. მათ შორის არის ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის მოფიქრებული სლოგანის შესარჩევი კონკურსი, რომელიც 27 მარტიდან 10 აპრილამდე ჩატარდება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს.

მონაწილეობის პირობები:

მოიწონეთ ფოლკლორის ცენტრის ოფიციალური FB გვერდი;
კომენტარებში ჰაშთაგით - # დაწერეთ სლოგანის თქვენებური ვარიანტი.
სლოგანის ვერსიები უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე.
FB-ის ერთ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ 3 სლოგანის გამოგზავნა.
გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 300 ლარს და ორ მოსაწვევს ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის კონცერტზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება 2 სექტემბერს, შეკვეთილში, Black Sea Arena-ზედამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს FB- გვერდს folklore.center ან დარეკოთ ნომერზე: 0322 19 29 29