ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით სლოგანის შესარჩევი კონკურსი დასრულდა. კონკურსი ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
გამარჯვებული სლოგანია - “გააგრძელე ფოლკლორი", რომელიც სპეციალურმა კომისიამ გამოავლინა. კონკურსის პირობების თანახმად, გამარჯვებული სლოგანის ავტორს, თინათინ ზექალაშვილს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ ჯილდო - 300 ლარი და ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ორი მოსაწვევი გადასცა. ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალის ფინალური კონცერტი 2 სექტემბერს, დაბა შეკვეთილში, Black Sea Arena-ზე გაიმართება.
ფოლკლორის პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ბევრ საინტერესო ღონისძიებას გეგმავს. #გააგრძელეფოლკლორი
