qoveri-masterklasi

სვანური ცეკვის მასტერკლასი

13-14-15 მაისს ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში სვანური ცეკვის მასტერკლასი გაიმართება.
თბილისის და საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქორეოგრაფები, ქორეოლოგები, სტუდენტები და მოცეკვავეები კვალიფიციურ და პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ. მოეწყობა უნიკალური ვიდეოჩანაწერების ჩვენება, გაიმართება დისკუსია. სამდღიან მასტერკლასში მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
პროექტის მიზანია ქორეოგრაფებისა და ქორეოლოგების თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაღრმავება, როგორც სვანური ცეკვის დადგმის ხელოვნებაში, ისე ქორეოგრაფიის ისტორიაში.
მასტერკლასების ხელმძღვანელია ფოლკლორის ცენტრის ქორეოგრაფიული მიმართულების ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ემერიტუს პროფესორი უჩა დვალიშვილი. მასტერკლასი ჩატარდება მესტიის ანსამბლ „რიჰოს“ და ლენტეხის ანსამბლ „მიჟე ნარის“ წევრების ჩართულობით.
მასტერკლასი განკუთვნილია ქორეოგრაფებითვის, ქორეოლოგებისთვის, სტუდენტებისა და პრაქტიკოსი მოცეკვავეებისთვის. მონაწილეთა რაოდენობა განსაზღვრულია და მასტერკლასს დაესწრება მხოლოდ 100 ადამიანი.
მსურველებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა ამა წლის 12 მაისამდე:

სააპლიკაციო ფორმა

აღსანიშნავია, რომ პროექტი „მასტერკლასები ქორეოგრაფიაში“ რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა 2019 წელს კვლავ აღადგინა. თავდაპირველად, აჭარული ცეკვის მასტერკლასი ჩაატარა შუახევის მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „ფესვებმა“. 2021 წელს გაიმართა აფხაზური ცეკვის მასტერკლასი, რომელიც ჩაატარეს აფხაზეთის ანსამბლ „შარათინი“ ყოფილმა მოცეკვავეებმა.
პროექტის - „ქართული ცეკვის მასტერკლასის“ უმთავრესი მიზანია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში მომუშავე ბავშვთა და მოზრდილთა თვითმოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლების ქორეოგრაფთა, სხვადასხვა ანსამბლების მოცეკვავეთა, სტუდენთა პროფესიული დონის ამაღლება.

პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

საკონტაქტო პირი: ირინა სანებლიძე - 599 550 450; irinasaneblidze@gmail.com