5 - 15 აგვისტო - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ექსპედიცია სვანეთის რეგიონში (იფარი, ლალაიდი, ლენჯერი)
ექსპედიციის მიზანი : გამოფენებისათვის - „ტრადიციული სამოსი” და „ხალხური ნაივური ნაქარგობა”- ექსპონანტების მოძიება . მასტერკლასების ჩატარება. ხალხური ოსტატების და მხატვრების აღრიცხვა.
ექსპედიციის შემადგენლობა :
ცისანა მარინდაშვილი - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელი
ნუკრი ირემაშვილი - ფოტორეპორტიორი, მძღოლი
სტატისტიკა:
მოძიებული, შეგროვებული და ჩამოტანილი იქნა ქალისა და მამაკაცის ტრადიციული სამოსი, ძველი ეთნოტიპაჟების ფოტომასალა, 33 ნაივური ხალხური ნაქარგობა. ჩატარდა მასტერკლასები.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივს გადაეცა 300 ფოტოსურათი.
