2018 წლის 16 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება მარინა ჯაფარიძის, დეა-მარია ხორუნჟინისა და სახელოსნო ,,მებიუსის" ბენეფიციართა გამოფენა.
გამოიფინება ასამდე ნამუშევარი: თეთრეული, ჩანთები, ფარდები, დეკორატიული ბალიშები და საყელოები, შარფები, წინსაფრები.
მარინა ჯაფარიძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი - ოთხი პერსონალური გამოფენის ავტორი და რვა ერთობლივი ექსპოზიციის მონაწილეა. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: გერმანიაში, ამერიკასა და საფრანგეთში.
დეა-მარია ხორუნჟინი, თბილისის 97-ე საჯარო სკოლის მოსწავლე, ორი გამოფენის ავტორია (,,წავკისის ველი" და ბათუმის სასტუმრო ,,შერატონი" - 2017წელი).
საწარმო „მებიუსი“ 2015 წელს ,,საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაციის“ ბაზაზე შეიქმნა. მასში დასაქმებული ფსიქო-სოციალური ცენტრის ბენეფიციარები, პროფესიონალების ხელშეწყობით, სწავლობენ და ქმნიან ტექსტილის პროდუქციას. ეს ხელს უწყობს ფსიქიკური პრობლემის მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას, მათთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნასა და დასაქმებას.
ეს გამოფენა ბენეფიციართა პირველი სამუშაო გამოცდილების შედეგია.
გამოფენა გაიხსნება 19:00 საათზე
დაიხურება 23 მარტს