Folk_Poster_19_12_2016

საშობაო გამოფენა

2016 წლის 23 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნება თვითნასწავლი მხატვრების - მიხეილ ფანჯიკიძის და რევაზ გომელაურის პერსონალური საშობაო გამოფენა.
გამოიფინება ხის მხატვრული დამუშავების და ფერწერის 100-მდე ნიმუში.
მიხეილ ფანჯიკიძემ დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ ურთიერთობათა ფაკულტეტი. პროფესიით ეკონომისტი პარალელურად გატაცებულია ხის მხატვრული დამუშავებით. გამოირჩევა თანამედროვე აზროვნებით, საინტერესო ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით.
რევაზ გომელაურმა დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ფინანსების და საბანკო საქმის ბაკალავრიატი, კვიპროსში კი მაგისტრატურა ბიზნესადმინისტრაციის სპეციალობით. გატაცებულია ფერწერით. კვიპროსში, ქალაქ ლამაკაში, მოეწყო რევაზ გომელაურის ხუთი პერსონალური გამოფენა ავანგარდულ მხატვრობაში. ექსპონატები გამოირჩევა მაღალმხატვრულობით, მრავალფეროვნებითა და სტილისტური თავისებურებებით.
გამოფენა გაიხსნება 19:00საათზე
დაიხურება 12 იანვარს