3

საქმიანობის სამწლიანი ანგარიშის წარდგენა

22 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა საზოგადოებას საქმიანობის სამწლიანი ანგარიში წარუდგინა. ღონისძიება შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამეჯლისო დარბაზში გაიმართა. საზოგადოებას ანგარიში წარუდგინა ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ. სიტყვით გამოვიდნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ასევე ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ანზორ ერქომაიშვილი, ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი. ანგარიშის წარდგენას ასევე დაესწრნენ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის, სალოტბარო სკოლების, კულტურის სფეროში მოღვაწე სხვა წარმომადგენლები და ფოლკლორული ანსამბლების სამხატვრო ხელმძღვანელები. ღონისძიება მუსიკალურად გააფორმეს საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლმა ,,ბასიანმა" და მგალობელ გოგონათა გუნდმა „იალონმა“. ღონისძიების დასასრულს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ტრისტან სიხარულიძეს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის უმაღლესი ჯილდო „ხელოვნების ქურუმი“ გადასცა. ტრისტან სიხარულიძემ მოიძია და აღადგინა მივიწყებნული გურული სიმღერები. და მისი ვარიანტები. ხელმძღვანელობდა ოზურგეთში იუნესკოს ეგიდით შექმნილ გურული სიმღერა- გალობისა და კრიმანჭულის შემსწავლელ სკოლას. შვიდკაცასთან ერთად კონცერტები აქვს გამართული 22 ქვეყანაში