,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი” აწყობს „დანტეს“ ხელოვნების სკოლის მოსწავლეების ფერწერული და ნაძერწი ნამუშევრების საქველმოქმედო გამოფენას.
გამოფენა გაიხსნება 7 თებერვალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში. გამოიფინება ,,დანტეს ხელოვნების სკოლის“ მოსწავლეების ფერწერული, სკულპტურული და ხელოვნების სხვა დარგის ნამუშევრები.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან იტალიის რესპუბლიკის საელჩოსა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
„დანტეს“ ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები 23 თებერვალს ეწვევიან დღის ცენტრის - ,,ახალი ნაბიჯების“ აღსაზრდელებს და გადასცემენ შემოსულ თანხასა და შემოწირულ ნივთებს. „დანტეს“ ხელოვნების სკოლის მოსწავლეები დღის ცენტრის ბენეფიციარებს პირადად ჩაუტარებენ ხატვის მასტერკლასს და ერთობლივ თამაშს, რაც ხელს შეუწყობს თანატოლებს შორის თავისუფალ გარემოში უშუალო კონტაქტის დამყარებას, იდეების, მეგობრული რჩევების გაზიარებას და კრეატიული უნარ-ჩვევების განვითარებას. აქტივოვობის მიზანიც სწორედ ესაა: მიეცეთ ბავშვებს საშუალება ჩართულები იყვნენ სხავადასხვა სახის სოლიდარობის, თანადგომის, საქველმოქმედო ღონისძიებებში.
შემოუერთდით ამ საქველმოქმედო საღამოს და დატკბით ,,დანტეს“ ხელოვნების სკოლის პატარა ხელოვანთა შემოქმედებით!
ღონისძიების ორგანიზატორი: ,,დანტე ალიგიერის საზოგადოება-თბილისის კომიტეტი”.
გამოფენა გაიხსნება 19 საათზე.
მისამართი: დავით აღმაშენებლის 68