ღონისძიების მიზანი იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული სიმღერა-გალობის უკეთ წარმოჩენა მომავალი თაობებისთვის. ფესტივალზე ბავშვებმა ერთმანეთს წარუდგენეს და მოასმენინებენ საკუთარი კუთხის სასიმღერო ნიმუშები.ფესტივალი ორი ნაწილისაგან შეგდებოდა: ერთი გაიმართა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში, სადაც ბავშვებმა ქართული ტრადიციული სიმღერა-გალობა წარმოადგინეს, მეორე, არაფორმალური ნაწილი, კი გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში გაგრძელდა, სადაც ბავშვებმა ქართულ თამაშოებებში მიიღეს მონაწილეობა. მოეწყო გამოფენა, დაათვალიერეს მუზეუმის ტერიტორია, გაეცნენ ადგილობრივ ყოფა-ცხოვრებას, ჩატარდა სხვადასხვა აქტივობა, როგორც ბავშვებში, ასევე უფროსებში.
ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები ოჯახებში გაუმასპინძლდნენ ონის, ლენტეხისა და მესტიის სალოტბარო სკოლების ბავშვებს. ამ ფესტივალის ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო - სალოტბარო სკოლის მოსწავლეები დამეგობრდნენ, ერთმანეთის სიმღერა-გალობა მოისმინეს, დააფასეს და შეიყვარეს ერთმანეთი.
სალოტბარო სკოლებს გადაეცათ მადლობის სიგელები.
