42087766_2223223497960395_4040873130938335232_n

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ოზურგეთში წარმომადგენლობას ხსნის

20 სექტემბერს, 12:00 საათზე, ოზურგეთში, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დასავლეთ საქართველოს წარმომადგენლობის გახსნის ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება.
ღონისძიებას ოფიციალურად გახსნის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე. გახსნისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები „შემოქმედი“, „შვიდკაცა“ და „ბასიანი“, ადგილობირივ ტრიო "შალვა ჩემო" და მგალობელთა გუნდი, სალოტბარო სკოლის ჯგუფები ოზურგეთიდან, მესტიიდან და ონიდან.
საზეიმო გახსნაზე ასევე მიწვეულნი არიან მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ფოლკლორში მოღვაწე ცნობილი ადამიანები და მედია.
ფოლკლორის ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობა გახდება გურიისა და ზოგადად დასავლეთ საქართველოს კულტურული ცენტრი,



საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. შენობა ავარიულ მდგომარეობაში იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. განხორციელდა შიდა ინტერიერისა და გარე ფასადის სრულად რეაბილიტაცია: შენობის გადახურვა, ფასადის მოპირკეთება, განახლდა შენობის ინფრასტრუქტურა და კეთილმოეწყო ეზო.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შენობა აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკითა და ყველა საჭირო ინვენტარით.
შენობის სარეკონსტრუქციო სამუშაოები 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1639892.38 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. 1300 კვადრატულ მეტრზე, რომელიც 4 სართულს მოიცავს, განთავსდა თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი ხმის ჩამწერი სტუდია, არქივი, საგამოფენო და საკონცერტო დარბაზები, სალოტბარო სკოლა და ადმინისტრაცია. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის.