71186899_2428790647336676_3698814440766963712_n

გია ყანჩელი გარდაიცვალა

გია ყანჩელი - საამაყო სახელი ყოველი ქართველისათვის - გენიალური ქართველი კომპოზიტორი, რომლის მუსიკა ჟღერდა მსოფლიოს განთქმულ საკონცერტო დარბაზებში და აღაფრთოვანებდა მსმენელს...

გია ყანჩელის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი შემოქმედება მსოფლიო მუსიკალური კულტურის კუთვნილებაა. მისი მუსიკა კინოსა და თეატრისათვის ასურათხატებდა პერსონაჟებს, ქმნიდა გამოკვეთილ მხატვრულ სახეებს.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გია ყანჩელის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს ოჯახს და მისი განსაცვიფრებელი მუსიკის თაყვანისმცემლებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოში.