4 ივნისს, თელავის სახელმწიფო თეატრში საზეიმოდ გაიხსნა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი - 2015-2016. კონცერტში მონაწილეობდნენ: ,,საქართველოს ნაციონალური ბალეტი - სუხიშვილები", ,,რუსთავი", ,,ერისიონი", ,,ბასიანი", ,,წინანდალი", პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარიძე.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ატარებს ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს - 2015-2016".
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: ხალხური სიმღერა და ცეკვა, საკრავიერი მუსიკა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორი.
