4 ივნისს, 19:00 საათზე თელავის სახელმწიფო თეატრში საზეიმოდ გაიხსნება საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი - 2015-2016. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ: ,,საქართველოს ნაციონალური ბალეტი - სუხიშვილები", ,,რუსთავი", ,,ერისიონი", ,,ბასიანი", ,,წინანდალი", პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარიძე.
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ატარებს ,,საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალს - 2015-2016".
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: ხალხური სიმღერა და ცეკვა, საკრავიერი მუსიკა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორი.
ფესტივალი მოიცავს რეგიონულ-შესარჩევ (2015 წელი) და დასკვნით ტურებს (2016 წელი).
ფესტივალის პირველი, შესარჩევი ტური ჩატარდება:
კახეთი, თელავი - 5-7 ივნისი
სამეგრელო - ზემო სვანეთი, ზუგდიდი - 14-17 ივნისი
რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი, ამბროლაური - 30 ივნისი-2 ივლისი
სამცხე-ჯავახეთი, ახალციხე - 8-10 ივლისი
მცხეთა-მთიანეთი, დუშეთი - 13-15 ივლისი
ფესტივალის მონაწილეთა რეგისტრაცია მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში.