_DSC0636

საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი გურიაში

20 ოქტომბერს ქალაქ ოზურგეთში, ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატულ თეატრში, გაიმართა საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალის გურიის რეგიონის შესარჩევი ტური. მონაწილეობდნენ: მგალობელთა გუნდები და ფოლკლორული ანსამბლები (25), სახალხო მთქმელები (12), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატები (62).
ფესტივალის შესარჩევი ტური უკვე ჩატარდა კახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში. აღნიშნულ რეგიონებში ფოლკლორის ყოველი დარგი საკმაოდ მრავალფეროვნად იყო წარმოდგენილი.
ფესტივალი ტარდება საქართველოს მთავრობის, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთა ორგანიზებით.