_DSC7478

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ფოთში

4 დეკემბერს , „რეგიონების აღჭურვის პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე სამეგრელოს  ეწვია და ქალაქ ფოთის ფოლკლორულ ანსამბლებს, სახელოვნებო სამუსიკო სკოლებსა და კულტურის ცენტრებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა. მინისტრთან ერთად ფოთში იმყოფებოდნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ანზორ ერქომაიშვილი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, რომლებმაც ადგილობრივ სპეციალისტებსა და მოსახლეობას რეგიონთან მიმართებაში დაკავშირებული ცენტრის სამოქმედო გეგმა და ქართული ფოლკლორის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნეს, ასევე ისაუბრეს საქართველოს მასშტაბით ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობის გახსნისა და სალოტბარო სკოლების დაარსების მნიშვნელობაზე. მსგავსი შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მომავალშიც გაგრძელდება.