_DSC3359

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი თიანეთში

26  ნოემბერს, „რეგიონების აღჭურვის პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თიანეთს ეწვია და მცხეთა-თიანეთის რაიონის ფოლკლორულ ანსამბლებს, სახელოვნებო სამუსიკო სკოლებსა და კულტურის ცენტრებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა.

მინისტრთან ერთად თიანეთში იმყოფებოდნენ  საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავჯდომარე ანზორ ერქომაიშვილი და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, რომლებმაც ადგილობრივ სპეციალისტებსა  და მოსახლეობას რეგიონთან  დაკავშირებული ცენტრის სამოქმედო გეგმა და ქართული ფოლკლორის განვითარების საკუთარი ხედვა გააცვნეს,  ასევე ისაუბრეს საქართველოს მასშტაბით ფოლკლორის ცენტრის წარმომადგენლობის გახსნისა და სალოტბარო სკოლების დაარსების მნიშვნელობაზე. მსგავსი შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მომავალშიც გაგრძელდება.