თბილისში დავით აღმაშენებლის გამზირზე N68-ში მდებარე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ისტორიულ შენობაში სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოების მეორე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს.
სრულად განახლდება შენობის ცენტრალური შესასვლელი, ორი საგამოფენო დარბაზი და სარდაფი. სამუშოების წარმოების პროცესში გამოვლინდა, მზიდი კედლების გამაგრების საჭიროება. ჩატარდა შესაბამისი ექსპერტიზა. შედგა ცალკე პროექტი. გამაგრების პროცესი უკვე დასრულდა და ახლა მიმდინარეობს სამუშოების ბოლო ეტაპი, რომელიც მარტის პირველ ნახევარში დასრულდება.
პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს რეაბილიტაციის პროცესი ლენტეხის სალოტბარო სკოლაში. ხოლო ამბროლაურის სკოლის სარემონტო სამუშოები უკვე დასრულდა.
მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივის სრული რეაბილიტაცია და ყვარელში არსებულ სალოტბარო სკოლაში სარემონტო სამუშოების განხორციელება.