27 aprili

სალოტბარო სკოლის კონცერტი

27 აპრილს 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ თელავის, ონის და ფოთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.
2015 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, სადაც ნებისმიერ მსურველს ქართული ხალხური სიმღერის და ტრადიციული გალობის სწავლა უფასოდ შეუძლია.
დღეისთვის უკვე ფუნქციონირებს 21 სალოტბარო სკოლა (ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, შუახევი, წალენჯიხა, მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური, ონი, საჩხერე, ბაღდათი, სამტრედია, ზესტაფონი, ბორჯომი, ახალქალაქი, კასპი, გორი, დუშეთი, თელავი, ყვარელი), სადაც 800-მდე მოსწავლე სწავლობს.