495339658_701146598941576_8508863894375179448_n

სალოტბარო სკოლების ფესტივალი 13 მაისს საზეიმოდ დაიხურა

ფესტივალის ბოლო დღეს ბაგრატის საკათედრო ტაძარში ბეჩოს, ლატალის, ეცერის, ჭუბერის, ბათუმის, ვანის, სენაკის, ქობულეთის, საჩხერის, აბაშის, ონის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ფოთისა და ხონის სკოლების ლოტბარები და მოსწავლეები შეიკრიბნენ. Შესრულდა აღდგომის საგალობლები, როგორც სკოლების მიხედვით, ასევე ერთობლივად.
წელს ფესტივალს 1000 მონაწილე ჰყავდა.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით სვეტიცხოველსა და ბაგრატზე გაიმართა.