9-10 ნოემბერს ოზურგეთში, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გურიის წარმომადგენლობის საკონცერტო დარბაზში, გაიმართა დასავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა გუნდების საანგარიშო მოსმენა-კონცერტი. მონაწილეობდნენ: ბათუმის, შუახევის, ზესტაფონის, ბაღდათის, სამტრედიის, ქობულეთის, ფოთისა და ოზურგეთის სალოტბარო სკოლები. კონცერტს ესწრებოდნენ: საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე, ცენტრის სპეციალისტები და ადგილობრივი ანსამბლების წარმომადგენლები. კონცერტის შემდეგ, სამტრედიის საკათედრო ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის ინიციატივით, მოისმინეს გუნდის მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერები. ფოტო: გურამ გუნთაძე
