DSC_0205

სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი

18 მაისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში - საზაფხულო სცენაზე - გაიმართა ბორჯომის, მესტიის და საჩხერის სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი. ეს იყო 2017-2018 სასწავლო წელს თბილისში გამართული მეხუთე საანგარიშო-შემაჯამებელი კონცერტი. საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა უმასპინძლა 17 სალოტბარო სკოლის 400-მდე მოსწავლეს. კონცერტებმა აჩვენა სიმღერა-გალობის საკმაოდ მაღალი დონე, რეპერტუარის ფლობა, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ხმების საუცხოოდ შეწყობა და სამ ხმაში მღერის კულტურა. კონცერტში მონაწილეთა ასაკი 6-დან 18-წლამდეა. სამომავლოდ, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექციის გადაწყვეტილებით, სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა კონცერტების არეალი და გეოგრაფია მოიცავს მთელ საქართველოს, ჩატარდება გაცვლითი კონცერტები სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში, რაც ხელს შეუწყობს ქართული სიმღერის პოპულარიზაციას, მომავალი თაობის დაახლოებას და ადგილებზე ქართული ხალხური სიმღერის რეიტინგის გაზრდას. განვლილმა სამმა წელმა და 21 სალოტბარო სკოლის საქმიანობამ აჩვენა, რომ ეს ფოლკლორის ცენტრის ერთ-ერთი გამართლებული და აუცილებელი პროექტია. ამიტომაც სალოტბარო სკოლები საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ისევ მთავარ პრიორიტეტად რჩება.