Folk_Salotbaro_skolebis_Iventi_10_05_2018

სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი

15 მაისს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ეზოში - საზაფხულო სცენაზე - გაიმართება ამბროლაურის, კასპის და ყვარლის სალოტბარო სკოლების მოსწავლეთა კონცერტი.2015 წლიდან საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში ეტაპობრივად იხსნება სალოტბარო სკოლები, სადაც ნებისმიერ მსურველს ქართული ხალხური სიმღერის და ტრადიციული გალობის სწავლა უფასოდ შეუძლია.დღეისთვის უკვე ფუნქციონირებს 21 სალოტბარო სკოლა (ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, შუახევი, წალენჯიხა, მესტია, ლენტეხი, ცაგერი, ამბროლაური, ონი, საჩხერე, ბაღდათი, სამტრედია, ზესტაფონი, ბორჯომი, ახალქალაქი, კასპი, გორი, დუშეთი, თელავი, ყვარელი), სადაც 800-მდე მოსწავლე უფასოდ ეუფლება ქართულ ხალხურ სიმღერას და საეკლესიო გალობას.

დასაწყისი 15 საათზე