afisha-22

საიუბილეო საღამო - საგალობელი 45

2018 წლის 3 ივნისს ქალაქ ამბროლაურის კულტურის ცენტრში, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ფონდი ,,ქართული გალობის" მხარდაჭერით, გაიმართება ანსამბლ ,,საგალობლის" 45 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო და წიგნის - ,,როსტომ გოგოლაძე" -წარდგენა.
ღონისძიებას დაესწრებიან სტუმრები დედაქალაქიდან და მეზობელი რეგიონებიდან, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტები, წიგნის ავტორი, ამბროლაურის საზოგადოების წარმომადგენლები, როსტომ გოგოლაძისა და ,,საგალობლის" პატივისმცემლები, დამფასებლები.
საიუბილეო კონცერტში მონაწილეობენ ადგილობრივი და მოწვეული ფოლკლორული ანსამბლები, ამბროლაურის სალოტბარო სკოლის მოსწავლეები.

დასაწყისი 15:00 საათზე