27 იანვარს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობის საკონცერტო დარბაზში, ლეგენდარული "ქართული ხმებისა" და ოზურგეთის სახალხო ანსამბლ "შვიდკაცას" 30 წლიანი მეგობრობისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორები: ოზრუგეთის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის რეგიონული წარმომადგენლობა.
დასაწყისი: 16:00 საათზე
მისამართი: ოზურგეთი, გ. ჭანტურიას N1
