12658015_1706765176205897_7137812455999144277_o

საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის“ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა

11 თებერვალს საქართველოს ფოლკორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნა საზოგადოებრივი კოლეჯის „მერმისის“ სტუდენტთა ნამუშევრების გამოფენა. წარმოდგენილი იყო სტუდენტების და მასწავლებლების მიერ შექმნილი ეროვნული სამოსი, აქსესუარები, ტყავის, თექის, გობელენის, ხის, მინანქრის ნამუშევრები და პოლიგრაფიული ნაწარმი. ასევე, კოლეჯის ქართულ – ესტონური პროექტში მონაწილეობის და ევროკავშირთან ურთიერთობის თემისადმი მიძღვნილი მასალები.
გამოფენის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია. გამოფენა ჩატარდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით.
გამოფენა გაგრძელდება 17 თებერვლამდე