2014 წლის ოქტომბრის ბოლოს, ჩეხეთის რესპუბლიკაში, ქალაქ პრაღაში გაიმართება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი - „შემოდგომის სიმები“ (Struny podzimu). ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება მუსიკის ყველა მიმართულება. მასში მონაწილეობენ მთელ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები: ჰიუ მასაკელა, იო-იომა, ჰუსეინ ალიზადე და სხვები. პრაღის ფესტივალზე ქართულ ტრადიციულ მრვალახმიან მუსიკას წარადგენს ანსამბლი „დიდგორი“, რომელიც პრაღაში 30 ოქტომბერს გაემგზავრება.
კონცერტი გაიმართება ჩეხეთის მუსიკის მუზეუმში.
