
საეკლესიო საგალობლების სანოტო ხელნაწერების პრეზენტაცია
17 მაისს - საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა ცენტრის არქივში დაცული ქართული საეკლესიო საგალობლების სანოტო ხელნაწერების მიხედვით შედგენილი კრებულის პრეზენტაცია. კრებულში შესულია პირველშეწირულის საგალობლები - იოანე ოქროპირი, ბასილი დიდი, გრიგოლ დიალოღოსი, ასევე ქორწინებისა და პანაშვიდის საგალობლები. კარბელაშვილების სკოლა, ქართლ-კახური კილო. ამავე დღეს ხელი მოეწერა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ა.ი.პ. ,,ანჩისხატელებს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს ცენტრში დაცული საგალობლების სისტემატიზაციას და ეტაპობრივად კრებულთა სახით გამოცემას