New Picture (6)

საეკლესიო საგალობელთა კრებულის პრეზენტაცია

24 ოქტომბერი - ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში გაიმართა საეკლესიო საგალობელთა კრებულის - „სვეტიცხოვლის სკოლის” - პრეზენტაცია. კრებული დაიბეჭდა ეგიდით: “საგალობლები სანოტო ხელნაწერთა არქივიდან” (I ტომი), ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ააიპ “ანჩისხატელებს” შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში. კრებულში შესულია ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივში დაცული სადა კილოს საგალობელთა სანოტო ხელნაწერები - გადმოცემული ვასილ და პოლიევქტოს კარბელაშვილების მიერ (მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვისა და გრიგოლ ჩხიკვაძის ხელნაწერების მიხედვით).