
სააღდგომო გამოფენა
21 აპრილს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გალერეაში გაიხსნა სვანი მხატვრების - ჯიმშერ გუჯეჯიანის, არჩილ გვარლიანის, შალვა გულედანის, ვალერი გვარლიანის, კახაბერ ბარლიანის, შალვა შუკვანის, ლეო და რევაზ ხოჯელანების ნამუშევრების გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი ნამუშევარი - ხატწერა, ფერწერა, ხის მხატვრული დამუშავება. გამოფენა გაგრძელდება 4 მაისამდე. გამოფენაზე დასწრება თავისუფალია და შეუძლია ნებისმიერ მსურველს