^1C1D0EA536D08C3B1C21DDD75D30C7EEC85FB28A9FFD116C3C^pimgpsh_fullsize_distr

საარქივო აუდიოჩანაწერები

კომპაქტდისკზე წარმოდგენილია საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საარქივო აუდიოჩანაწერები. მათი უმრავლესობა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის ფოლკლორული ანსამბლის, ,,ქართლის"  (ხელმძღვანელი - ზაზა მენაბდიშვილი) სიმღერაა და დაფიქსირებულია ფოლკლორის ცენტრის  მიერ 2009 წელს. დისკზე შეტანილია ჯგუფის პირველი ხელმძღვანელის, ალექსანდრე მენაბდიშვილის (1930-2004) და წამყვანი წევრის, სერგო გახელაძის (1924-2007) ნამღერიც.

გამოცემა მნიშვნელოვანია იმით, რომ წარმოგვიდგენს ქართლურ, განსაკუთრებით, ადგილობრივ სამუსიკო ტრადიციებს, რომლებიც ყოფაში უკვე კარგა ხნის მივიწყებულია. დისკზე შესული ნიმუშები ღირებულია შესასრულებლადაც და საკვლევადაც.

კომპაქტდისკი გამოიცა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით.