unnamed

„რუსთაველის ეპოქა ერმიტაჟში"

13 ნოემბერს, ერმიტაჟის თეატრში, ქალაქ პეტერბრგში "ერმიტაჟის" ორგანიზებით ტარდება საგანგებო ფესტივალი, რომელიც ეძღვნებაუდიდესი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს. "რუსთაველის ეპოქა ერმიტაჟში" - შეხედულებები ქართულიკულტურული მემკვიდრეობის შესახებ დღევანდელი გადმოსახედიდან.

საღამო გაიხსენბა მისასალმებელი სიტყვით, რომელითაც . . პიოტროვსკი, სახელმწიფო ერმიტაჟის გენერალური დირექტორი, მიმართავს შეკრებილ საზოგადოებას. ასევე განხორციელდება ტელეჩართვა თბილისიდან, კორნელი კეკელიძისსახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრიდან, რომელშიც წამყვანი სპეციალისტები ისაუბრებენ და წარმოდგენენ ცენტრში დაცულუძველეს ხელნაწერებს.

დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცემა მოისმინონ ლექციები თემებზე "რუსთაველის ეპოქის ძეგლები" რომელსაც იაროსლავაბილინკინა წარუძღვება და "შოთა რუსთაველი ქართველი ხალხის ცხოვრებასა და ტრადიციაში", წარმდგენი ლუარსაბ ტოგონიძე.

ეს საინტერესო ღონისძიება დასრულდება კონცერტით, რომელსაც მგალობელ-მომღერალთა გუნდი დიდგორი გამართავს, სადაც წარმოდგენილი იქნება ქართული ხალხური სიმღერები, სპეციალური პროგრამა "მე რუსთველი". პროგრამაში შესულია ისეთი სიმღერები რომლებიც დაკავშირებულია საქვეყნოდ ცნობილ პოემასთან "ვეფხისტყაოსანი".