15

როზეტა გუჯეჯიანის ახალი წიგნის პრეზენტაცია

14 თებერვალს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართა წიგნის - „ისტორიის რეპრეზენტაციის ეთნოლოგიური ასპექტები“ - პრეზენტაცია. წიგნის ავტორია ისტორიის დოქტორი, თბილისის ივანე ჯავახიშვილისა და ანდრია პირველწოდებულის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტების პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი.

ნაშრომში წარმოდგენილი ისტორიული რეპრეზენტაცია დიდგორის „ძლევაი საკვირველის“ და „დედა ქართლისა თამარის“ შესახებ უნივერსალურია საქართველოს ყველა ეთნოგრაფიული მხარისთვის; ეთნოგრაფიულ და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, განხილულია რამდენიმე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარის - ზემო მაჭახლის, თურქეთის რესპუბლიკის მარმარილოს ზღვის რეგიონის, ნიგალის ხეობის - ეთნიკურ ქართველთა შორის დალექილი ისტორიული და კულტურული მეხსიერების ფაქტები, ბათუმთან დაკავშირებული სოციალურ-კულტურული ასპექტები თურქეთელ ქართველთა ტრადიციულ ყოფაში და სხვა.

პრეზენტაციაში მონაწილეობდა ფოლკლორული ანსამბლები - „მზეთამზე“ და „ნანინა“.