IMG_9957

რეგიონების აღჭურვის პროექტი

13 ნოემბერს, „რეგიონების აღჭურვის პროექტის“ ფარგლებში, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თელავს ეწვია და კახეთის რეგიონის ფოლკლორულ ანსამბლებს, სახელოვნებო სამუსიკო სკოლებსა და კულტურის ცენტრებს მუსიკალური ინსტრუმენტები გადასცა.
მინისტრთან ერთად თელავში იმყოფებოდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, რომელმაც მინისტრსა და მოსახლეობას რეგიონთან დაკავშირებული ცენტრის სამოქმედო გეგმა და ქართული ფოლკლორის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო. მიხეილ გიორგაძემ და გიორგი დონაძემ დაწვრილებით განიხილეს კახეთის რეგიონში დაგეგმილი ფოლკლორის ცენტრის ფილიალების გახნის ვადები და ამოცანები. ამჟამად უკვე მოქმედებს ყვარლის ფილიალი და მასთან არსებული სალოტბარო სკოლა. მინისტრი შეეხო მოკლე დროში ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის მუშაობის ეფექტურობას და იმ გეგმებს რომლებიც ფოლკლორის ცენტრმა უნდა განახორციელოს უახლოესი ორი წლის განმავლობაში. 2016 წლამდე დაგეგმილია საქართველოს მასშტაბით 40-მდე ფილიალის გახსნა