439245543_445052594550979_4805523386041814756_n

პროექტ ,,გალობის მერცხლების" ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლის 150 მოსწავლე, ლოტბარები და მშობლები სვეტიცხოველში შეიკრიბნენ.


პროექტ ,,გალობის მერცხლების" ფარგლებში აღმოსავლეთ საქართველოს სალოტბარო სკოლის 150 მოსწავლე, ლოტბარები და მშობლები სვეტიცხოველში შეიკრიბნენ.



ახალციხის, ბორჯომის, გორის, დუშეთის, თელავის, კასპის, სტეფანწმინდის, მერეთის, ქარელისა და ყვარლის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა სვეტიცხოველში ქართლ-კახური სკოლის გალობის უნიკალური ნიმუშები შეასრულეს.

საკათედრო ტაძრის მოძღვარმა მამა ტიხონმა პარაკლისი გადაიხადა, რის შემდეგაც პროექტის მონაწილეებმა სვეტიცხოვლის ეზოში მრავალჟამიერი შეასრულეს.



პროექტის მიზანია სალოტბარო სკოლებში გალობის მიმართულების განვითარება და მოსწავლეებში ტრადიციული ქართული გალობის პოპულარიზაცია.




ღონისძიების დასრულების შემდეგ, მოსწავლეები სამთავროს მონასტერს ესტუმრნენ და პატივი მიაგეს ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის პედაგოგის ლია სალაყაიას ხსოვნას.



ქართველი მუსიკოსი და პედაგოგი, ქორმაისტერი, მგალობელი და რეგენტი, ლია სალაყაია 75 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა და დაკრძალულია სამთავროს მონასტრის ეზოში.