30-24-tradic-erovn-sag

პროექტი - „ტრადიცია - ეროვნული საგანძური"

5 დეკემბერს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ხელშეწყობით, პროექტის „ტრადიცია - ეროვნული საგანძური" - ფარგლებში თბილისელ მაყურებელს წარუდგენს აღდგენილ უძველეს ქართულ (სვანურ) ტრადიციულ ჭიდაობას, ასევე დმანისის ფოლკლორული ანსამბლის „შგარიდას" კონცერტს. პროექტის ავტორი -გურგენ გურჩიანი.
• 11 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში (აღმაშენებლის 68) გურგენ გურჩიანი მსმენელს გააცნობს თავის დაკვირვებებსა და მოსაზრებებს სვანეთის უძველეს საკულტო-სარიტუალო სიმღერებზე, უამბობს ფოლკლორულ ანსამბლ „შგარიდას" რეპერტუარში მათი აღდგენა-დამკვიდრების შესახებ.
• 14 საათზე ვარდების ბაღში (აღმაშენებლის 73) გაიმართება აღდგენილი ტრადიციული სვანური ჭიდაობის პრეზენტაცია დმანისის სპორტული სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით (მწვრთნელები - იოსებ და კორნელი გირგვლიანები).
• 19 საათზე ვარდების ბაღში გაიმართება დმანისის ფოლკლორული ანსამბლის „შგარიდას" კონცერტი (ხელმძღვანელი - გურგენ გურჩიანი).