_DSC8812

პოლიკარპე ხუბულავას 90 წლის საიუბილეო საღამო

4 დეკემბერს  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრში - „ოდიშში“,- საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმართველობის მხარდაჭერით, გაიმართა ღვაწლმოსილი ლოტბარისა და მომღერლის, „მეგრული სიმღერის პატრიარქის“, პოლიკარპე ხუბულავას 90 წლის საიუბილეო საღამო და მისი სახელობის ვარსკვლავის გახსნის ცერემონია. პოლიკარპე ხუბულავას  კულტურის სამინისტროს სპეციალური ჯილდო  -„ხელოვნების ქურუმი“ -  გადასცა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ. ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ სახელოვან ლოტბარს  იუბილე მიულოცეს და აღნიშნეს პოლიკარპე ხუბულავას უდიდესი დამსახურება ქართული ხალხური (მეგრული) სიმღერის აღგენა-გადარჩენის საქმეში. მის მიერ მოძიებული და აღდგენილი ათეულობით სიმღერის მნიშვნელობა,  ასევე პოლიკარპე ხუბულავას, როგორც მომღერლის, ფენომენი. საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდნენ  ფოლკლორული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან: „იალონი“, „დიდგორი“, „სახიობა“, „შალვა ჩემო“, შემოქმედის მომღერალ-მგალობელთა გუნდი, „ფერისცვალება“, „ოდოია“, „ჩელა“, ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი... 2015 წლის დასაწყისშივე ფონდი „ქართული გალობა“ და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი გამოსცემს ნინო კალანდაძის მონოგრაფიას: „პოლიკარპე ხუბულავა“.