მსგავსი ღონისძიება გამოამჟღავნებს მათ შესაძლებლობას, დაახლოებს საზოგადოებასთან, გაზრდის აქტიურობასა და სოციალურ ჩართულობას. ღონისძიების ბოლოს მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა. პროექტში მონაწილეობდნენ თბილისის, ზესტაფონის, თერჯოლის, ჭიატურის, საჩხერისა და გორის ახალგაზრდები.

კავშირი „მშობლების თანადგომა“ დაფუძნდა 2006 წელს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა თანამოაზრე მშობლების მიერ.