4 მარტს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის წარმომადგენლობის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორმა გიორგი დონაძემ, ანსამბლ ,,რუსთავის" ხელმძღვანელმა ანზორ ერქომაიშვილმა, ანსამბლ ,,ერისიონის" ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა, ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.