74634697_541942659931789_752200106702274560_o

ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრმა გალობის უნივერსიტეტის გუნდს უმასპინძლა

გალობის უნივერსიტეტის გუნდმა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დარბაზში სოლო კონცერტი გამართა. კონცერტამდე მომღერლებმა შემოქმედის სამღვდელმთავრო წირვაში მიიღეს მონაწილეობა და ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთათვის სიმღერის სემინარი ჩაატარეს.

75643600_543585933100795_5248063261022093312_nდღის ბოლოს გუნდმა ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის დარბაზში სოლო კონცერტი გამართა, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხის ფოლკლორის ნიმუშები შეასრულა. კონცერტის მსვლელობისას სცენაზე ოზურგეთის სალოტბარო სკოლის მოსწავლეებმა იმღერეს. ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობდნენ ანსამბლები: რეხეული და შემოქმედი.

73100606_543586883100700_2463088608098123776_nკონცერტის ბოლოს სტუმარ-მასპინძლებმა ერთობლივად „მრავალჟამიერი“ შეასრულეს.

გალობის უნივერსიტეტის სტუდენტთა გუნდი აქტიური საკონცერტო მოღვაწეობით გამოირჩევა. მისი ხელმძღვანელები არიან - სერგო ურუშაძე და ნინო რაზმაძე, კონსულტანტები - გიორგი გორდელაძე და თამარ კევლიშვილი.

2018 და 2019 წელს გუნდი საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსის გრან პრის (გალობა/სიმღერის კატეგორია) და ოქროს მედლის (გალობა/სიმღერის კატეგორია) მფლობელი გახდა. გუნდს გამოცემული აქვს ორი აუდიოალბომი.

73372352_543587893100599_5680194940173287424_n

ღონისძიება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის,  ფონდ ქართული გალობისა და ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.